- Advertisement -

ბათუმში 82 წლის ქალს, რომელიც ყოფილ სახლში ამწე კრანით შევიდა, იძულებითი ასახლებენ

ბათუმში საიათნოვას 4 ნომერში 82 წლის ქალბატონს ყოფილი საცხოვრებლიდან იძულებითი გამოსახლება მიმდინარეობს. ქალბატონი ორი დღის წინ ბელეტაჟის ტიპის მეორე სართულზე ამჟამად სხვის საკუთრებაში მყოფ დაკეტილ ბინაში აივნიდან ამწე კრანის მეშვეობით ორი დღის წინ შევიდა. ბინა ქალბატონის შვილიშვილმა რამდენიმე წლის წინ იპოთეკით დატვირთა, რის შემდეგაც კერძო კრედიტორმა კარის მეზობელზე გაასხვისა. 2017 წლის დეკემბერში კი მას ფართი დაატოვებინეს. 82 წლის ქალბატონი აცხადებს, რომ პროცესი უკანონოდ განხორციელდა, რის გამოც ფაქტს სასამართლოში ასაჩივრებს.

დაკეტილ ბინაში კანონდარღვევით შესვლის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით, რაც სხვის საკუთრებაში უკანონო შეღწევას გულისხმობს.

ამ წუთებში ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავები და ადგილობრივები არიან შეკრებილი. აღსრულების ბიუროს წარმოამდგენლები კი დაკეტილი ბინის გახსნას ალმატურის საშუალებით ცდილობენ.

Comments
Loading...