- Advertisement -

ბაკურაძის ადვოკატი:არსებობს ჩანაწერები, რომ დეა გოხეთელიანი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ბაკურაძეს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, მეუღლეზე, დეა გოშხეთელიანზე ფიზიკური შეურაცხყოფაში ბრალდებულის, გრიგოლ ბაკურაძის ადმინისტრაციული სარჩელი განიხილა.

საჩივარი ეხებოდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის გადაწყვეტილების მიხედავითაც სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი გრიგოლ ბაკურაძე, რომ თითქოს და ძალადობის შემცველი სმს-ი გააგზავნა დეა გოშხეთელიანი ტელეფონზე.

სააპელაციო სასამართლომ გრიგოლ ბაკურაძის სარჩელი დააკმაყოფილა და აღნიშნულ ნაწილში ის არ სცნო დამნაშავედ.

"ქუთაისის სააპელაციო სასამართლო განიხილავდა გრიგოლ ბაკურაძის საჩივარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოზე, რომლის გადაწყვეტილების მიხედავითაც სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი გრიგოლ ბაკურაძე, რომ თითქოს და ძალადობრივი სმს-ი გააგზავნა დეა გოშხეთელიანის ტელეფონზე, თუმცა სასამართლო პროცესზე დეტალურად იქნა ყველა მტკიცებულება გამოკვლეული, დათვალიერდა დეა გოშხეთელიანის ტელეფონი და არ დადგინდა ფაქტობრივი გარემოება, რომ რაიმე ძალადობის განხორციელებას ქონდა ადგილი, სმს-ის გაგზავნის კუთხით გრიგოლ ბაკურაძის მხრიდან, პირიქით როდესაც პროცესზე ტელეფონი დათვალიერდა იქ არსებობს ჩანაწერები, როცა პირიქით დეა გოშხეთელიანი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას არა მარტო ბაკურაძეს არამედ ბაკურაძის ოჯახის წევრებსაც"- განაცხადა ბაკურაძის ადვოკატმა რობიზონ ხურცილავამ.

სასამართლო პროცესს დეა გოშხეთელიანიც ესწრებოდა თუმცა მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. 

ცნობისთვის, ერთი თის წინ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გრიგოლ ბაკურაძის წინააღმდეგ პროკურატურის სარჩელი დააკმაყოფილა და ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა და ბაკურაძე სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.

Comments
Loading...