- Advertisement -

ბაკურიანში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე და სახერხი დანადგარები აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სატყეო უბანში, უკანონოდ მოპოვებული 52 მ3 წიწვოვანი სახეობის მრგვალი მორი და 5 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამავე ტერიტორიაზე, განთავსებული იყო 2 უკანონო სახერხი დანადგარი ლიანდაგითა და გენერატორით. აღნიშნული დანადგარები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დალუქული და გადატანილია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებას გადაეგზავნება.

Comments
Loading...