- Advertisement -

ბაკურიანში წყალმომარაგების არსებულ ინფრასტრუქტურას ADB-ის მისია გაეცნო

ბაკურიანი ტურისტებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მზარდი რაოდენობის გამო, სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად ქსელის განვითარებას საჭიროებს. ბაკურიანი-მიტარბის წყალმომარაგება-წყალარინების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და საპროექტო სამუშაოების დაფინანსების მიზნით, აზიის განვითარების ბანკის მისია არსებულვ ითარებას ადგილზე გაეცნო.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად, ბაკურიანში მოქმედი საფილტრი სადგური დაათვალიერა და სათხილამურო კურორტის სასმელი წყლით მომარაგების პრინციპს გაეცნო.

დღეის მდგომარეობით, ბანკმა ,,ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის’’ (USIIP) ფარგლებში, ჯამში 500 მილიონი დოლარის დაფინანსება უკვე გამოყო.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყალმომარაგების შვიდი, წყალარინების ოთხი და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებელობის ოთხი პროექტი. სამუშაოების საერთო ღირებულება 720 მილიონ ლარს შეადგენს. 2018-2020 წლებში კომპანია, ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, დამატებით 355 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტების დაწყებას გეგმავს.

 

Comments
Loading...