ბაკურციხეში ფინანსთა საგამოძიებო სამსახური მოლარის მეირ თანხის შესაძლო მითვისების ფაქტით დაინტერესდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 24 ივლისი, 2018 131 ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახური, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მდებარე სუპერმარკეტ SPAR-დან მოლარის მიერ თანხის შესაძლო მითვისების ფაქტით დაინტერესდა . "აიპრესის" ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 25 000 ლარის გაფლანგვაზე. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს. მეტ დეტალზე საგამოძიებო უწყებაში ამ დროისთვის არ საუბრობენ. საქმე დაახლოებით ერთი კვირის წინ აღიძრა. ცნობისთვის, ბაკურციხეში, აღნიშნული მაღაზია მიმდინარე წლის მარტში გაიხსნა