- Advertisement -

ბანაკი “ციცინათელა” თვითმმართველობასა და პოლიციას სტუმრობდა

ა(ა)იპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის" სასწავლო ბანაკ "ციცინათელაში" დღეს ჟურნალისტიკის გაკვეთილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ ჩაატარა. ბავშვებმა ინფორმაცია ჟურნალისტიკის საფუძვლების შესახებ მიიღეს, ასევე, ისწავლეს კამერასთან, მიკროფონსა და ფოტოკამერასთან მუშაობა. გაკვეთილი პრაქტიკული შედეგებით დასრულდა – ბანაკის წევრებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა თავისივე სამუშაო ოთახში უმასპინძლა და ინტერვიუც შედგა.

"ციცინათელას" ბავშვები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სტუმრობდნენ და საკრებულოს წევრებსა და მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდნენ. მათ ქოლცენტრ "მკითხველისაგან" საჩუქრად წიგნები გადაეცათ. ბანაკის წევრები, ასევე, შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსმა მიიღო და მათ შეკითხვებს უპასუხა.

Comments
Loading...