- Advertisement -

ბაქრაძე: არავის არ აწუხებს ის რაც აწუხებს ხალხს, უწყლობა, უგზოობა, უპატრონობა და მიტოვებული სოფლები

გურჯაანის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში, სადაც მოსახლეობას უწყლობის პრობლემა აწუხებთ, ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მივიდა.

ადგილობრივებმა დავით ბაქრაძეს სოფლის პრობლემები გაუზიარეს. გიორგიწმინდაში მოსახლეობის მთავარი პრობლემა უწყოლობაა, სოფელს საერთოდ არ მიეწოდება წყალი და რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება. მათი თქმით არაერთხელ მიმართეს მმართველ გუნდს, მაგრამ მათ პრობლემებს არავინ გამოხმაურებია. სოფელ გიორგწმინდის მოსახლეობა ასევე გზის და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც საუბრობს რომელიც წლებია აწუხებთ.

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანიდადტის დავით ბაქრაძის განცხადებით :

"საქართველოს ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში დღემდე არ აქვთ წყალი. ეს ხდება იმ დროს, როდესაც ყოველი წლის ბოლოს, რაიონები უკან აბრუნებენ დაუხარჯავ და აუთვისებელ თანხას ბიუჯეტში. ეს ხდება იმ დროს, როდესაც უზარმაზარი რესურსი იხარჯება ბიუროკრატიის და ჩინოვნიკების შენახვაზე, მაგრამ არავის არ აწუხებს ის რაც აწუხებს ხალხს, უწყლობა, უგზოობა, უპატრონობა და მიტოვებული სოფლები, ეს ყველაფერი არის აუცილებლად შესაცვლელი და ჩემი როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის ამოცანაა,ჩემს საპარლამენტო გუნდთთან ერთად ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში მივაღწიოთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ’’ – განაცხადა დავით ბაქრაძემ 

Comments
Loading...