ბაღდათის მერია, სოფელ ფერსათში ხანძრის შედეგად დაზარალებულ 7 სულიან ოჯახს დახმარებას გაუწევს ipressბაღდათის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 13 ნოემბერი, 2018 105 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ფერსათში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ 7 სულიან ოჯახს დახმარებას გაუწევს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, დღეს მერაბ ჭელიძის ოჯახი პირადად მოინახულა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. მუნიციპალიტეტი დაზარალებულებს როგორც ფინანსურად, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებით დაეხმარება. ამ ეტაპზე მერია ჭელიძეების ოჯახს დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუვნელყოფს. ბაღდათიხაძარი