- Advertisement -

ბაღდათის მერიის წარმომადგენლებმა სოფელ ფერსათში მცხოვრებ ტატიანა აბულაძეს 100 წლის იუბილე მიულოცეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, მერის პირველ მოადგილე კახა ენუქიძესთან, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელ მარეხ მშვენიერაძესთან ერთად, სოფელ ფერსათში მცხოვრებ ტატიანა აბულაძეს 100 წლის იუბილე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

ტატიანა აბულაძე სოფელ ფერსათში შვილებთან, შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად ცხოვრობს. იუბილარმა უხუცესმა ქალბატონმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერს დაბადების დღის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა და საზოგადოებრივ საქმიანობაში წარმატა უსურვა.

Comments
Loading...