ბაღდათის მერი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეღვინეებს, მევენახეებს და საოჯახო მარნების მფლობელებს შეხვდა ბაღდათის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 22 ივნისი, 2018 583 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეღვინეებს, მევენახეებს და საოჯახო მარნების მფლობელებს შეხვდა. მერი მათ იმ პრიორიტეტებზე და თანამედროვე მიდგომებზე ესაუბრა, რომელიც მევენახეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე დღესვე არჩილ გოგსაძემ მეღვინეებს, მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა გააცნო, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ახორციელებს. კოოპერატივის დაფუძნების შემთხვევაში მეღვინეებს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავების საჭირო აღჭურვილობა გადაეცემათ. შეხვედრაზე ასევე გაჟღერდა ინიციატივა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ღვინს მაღაზიის გახსნის შესახებ, სადაც მევენახეები თავიანთი ნაწარმის რეალიზაციას მოახდენენ. შეხვედრას მეღვინეებთან ერთად მერიის ტურიზმისა და სოფლის მეურნობის განყოფილებების წარმომადგენლები ესწრებოდნე.