- Advertisement -

ბაღდათის მერმა სოფელ ვარციხეში სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, პირველ მოადგილე კახა ენუქიძესთან და სააკრებულოს დეპუტატ თემურ მინაძესთან ერთად, სოფელ ვარციხეში სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა. შ.პ.ს. კომპანია "გრანდ-დეის" სათბურები10 000 კვ.მ. მიწის ფართობზეა გაშენებული, სადაც ოცდაათამდე აგდილობრივია დასაქმებული. სათბურებში ყოველდღიურად რამდენიმე ტონა კიტრი და პომიდორი იკრიფება. მათი რეალიზაცია მთლიანად ქართულ ბაზარზე ხდება. სასათბურე მეურნეობა რომელიც ვარციხეში 2017 წელს დაფუძნდა,მისმა მფლობელებმა სოფელში 30 000 ლარის ივნესტიცია განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბაღდათის მერია ავრცელებს. 

Comments
Loading...