- Advertisement -

ბაღდათის მუნიციპალიტეტმა საერთაშორისო ტურნირს თავისუფალ ჭიდაობაშ უმასპინძლა

ბაღდათის მუნიციპალიტეტმა ორი დღის მანძილზე სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის საჭიდაო დარბაზში, ლევან ებანოიძისა და ავთანდილ გურგენიძის სახელობის ბაღდათის საერთაშორისო ტურნირს თავისუფალ ჭიდაობაშ უმასპინძლა. 

საქართველოს ყველა რეგიონის, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთისა და ირანის 2003-2005 და 2006-2008 წლებში დაბადებულმა ვაჟებმა ოც წონით კატეგორიაში იასპარეზეს, სადაც გამარჯვებულები და პრიზიორები გამოვლინდა. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოჭიდავეებმა 12 მედალი მოიპოვეს, მძიმე წონაში დიმელ ოთარ კახნიაშვილს, ოქროს მედალთან ერთად მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული ლევან ებანოიძის სახელობის თასი გადაეცა.

68 კგილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებულ ლევან თუთბერიძეს კი ავთანდილ გურგენიძის სახელობის თასი თავად ავთანდილ გურგენიძემ გადასცა, რომელიც სწორედ 68.კგ. წონით კატეგორიაში იხვეჭდა მედლებს საქართველოსა თუ საკავშირო ჩემპიონატებში. საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

Comments
Loading...