- Advertisement -

ბაღდათის მუნიციპალიტეტს ორი ბიბლიოთეკა შეემატა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩასა და წითელხევში 2007 წელს დახურულმა ბიბლიოთეკებმა ფუნქციონირება დაიწყეს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შალვა მშვილდაძემ, ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე ანტონთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.

ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, საბიბლიოთეკო ქსელის პრეზიდენტი რუსუდან ასათიანი დაესწრო, რომელმაც ბიბლიოთეკებს საჩუქრად წიგნები გადასცა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა. სამკითხველოები ობჩასა და წითელ ხევში, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის დიდი ძალისხმევითა და თვითმმართველობის მხარდაჭერით აღდგა. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ბიბლიოთეკები ყველა სოფელში აღდგეს .და ისინი თანამედროვე ლიტერატურით მომარაგდეს.

Comments
Loading...