ბაღდათის მუნიციპალიტეტში 23 წარმატებულ მოსწავლეს კომპიუტერები გადაეცათ ipressბაღდათის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 1 ნოემბერი, 2018 81 ბაღდათის მუნიციპალიტეტის ექვსი საჯარო სკოლის 23 წარმატებულ მოსწავლეს, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში, დღეს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის გაზრდის მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოსთან ერთად, აღნიშნულ პროექტს წლებია ახორციელებს. მოსწავლეებმა რომლებმაც საგანმანათლებლო საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ. სასიხარულო და მნიშველოვანია ის ფაქტი, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტში წარმატებულ მოსწავლეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ბაღდათიკომპიუტერებიმოსწავლები