- Advertisement -

ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი პირველი მოსმენით საკრებულოში განიხილეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი პირველი მოსმენით საკრებულოს ფრაქციებმა, მერიის სამსახურების და ა.(ა).ი.პ.-ების ხელმძღვანელებმა განიხილეს.

განხილვის შემდეგ შენიშვნებითა და რეკომენდაციებით ბიუჯეტის პროექტს საკრებულო მერიას გადაუგზავნის, ასევე დაგეგმილია მისი საჯარო განხილვა. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის წარდგენას, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე დაესწრო.

2019 წლის ბიუჯეტს საკრებულო დეკემბრის ბოლომდე დაამტკიცებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბაღდათის მერია ავრცელებს.

Comments
Loading...