ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 19 შშმ პირს ეტლები გადაეცათ ipressბაღდათის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 19 დეკემბერი, 2018 77 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მხარდაჭერით, საერთაშორისო ასოციაციამ “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 19 შშმ პირს ეტლები გადასცა. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც არსებობის ოცდაექვსწლიანი ისტორია აქვს, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და ბაღდათის მუნიციპალიტეტში შშმ პირებს გასულ წლებში რამდენჯერმე დაეხმარა. აღნიშნული ასოციაცია მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობას მომავალშიც აპირებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საჭირო პროექტების განხორციელებას გეგმავს. ბაღდათიეტლიმერიაშშმ პირები