ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა დიმში ე.წ კვირიკაძეების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტიბაღდათის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 16 მარტი, 2021 90 აღნიშნული გზის მონაკვეთზე რკინა ბეტონის საფარი დაიგება და მოეწყობა სანიაღვრეები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია “გი-ანი2011” ასრულებს. სამუშაოების ღირებულება 385,077.00 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი გარდამავალია, გასულ წელს დაიწყო და 2021 წლის ივნისში დასრულდება. პროექტის ფარგლებში სოფელ ზედა დიმში ე.წ კვირიკაძეების უბანში 1700 მეტრი რკინა – ბეტონის გზა დაიგება. ბაღდათი