- Advertisement -

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ დაათვალიერა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2021 წელს დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელების პროცესშია და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

სოფელ წითელხევის შემოვლით გზაზე რკინა-ბეტონის საფარის დაგება დასრულდა, ამ ეტაპზე სანიაღვრეების მოწყობა მიმდინარეობს.

აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ი/მ “მურმან ტოგონიძე”ასრულებს, რომლის ღირებულებაც 614 , 486.00 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სოფელ წითელხევის შემოვლითი გზის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად გაეცნო.

Comments
Loading...