- Advertisement -

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეოთხე წელია მუნიციპალიტეტისთვის უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქალაქ ბაღდათში აღმაშენებლის ქუჩის პირველი შესახვევის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

აღნიშნული გზის მონაკვეთი წლების მანძილზე არ განახლებულა. ამორტიზებული იყო როგორც საავტომობილო ასევე საფეხმავლო გზა, რაც მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.
ამ ეტაპზე აღმაშენებლის ქუჩის პირველ შესახვევში რკინა-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს, მოეწყობა სანიაღვრეები და ცხაურები.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ბორი 85“ ასრულებს და მისი ღირებულება 105,950.00 ლარს შეადგენს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

Comments
Loading...