- Advertisement -

ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2021 წელს დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელების პროცესშია

ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2021 წელს დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელების პროცესშია და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

სოფელ წითელხევის შემოვლით გზაზე რკინა-ბეტონის საფარის დაგება დასრულდა, ამ ეტაპზე ეწყობა სანიაღვრეები, ცხაურები და მგზავრთა მოსაცდელები.
აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ი/მ “მურმან ტოგონიძე”ასრულებს, რომლის ღირებულებაც 614 , 486.00 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სოფელ წითელხევის შემოვლითი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგს, ბაღდათის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური აწარმოებს.

Comments
Loading...