ბაღდათის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაოები განხორციელდა ბაღდათის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 16 აგვისტო, 2018 169 აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მასშტაბური შეწამვლითი სამუშაოები განხორციელდა. გვიან ღამით მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, 50-მდე ავტომობილით თერმული ნისლის გაფრქვევა მოხდა. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძესთან ერთად, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელს ლაშა შალამბერიძეს მავნებლებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში არსებული ვითარება გააცნო . აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაოები მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება, მოხდება თერმული ნისლის გაფრქვევა და ნათესების ე.წ. ცივი შეშხურების მეთოდით დამუშავება. როგორც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლები აცხადებენ, მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლაში მოსახლეობის ჩართვა უმნიშვნელოვანესია.