- Advertisement -

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დღეს თანასწორობის კუთხე გაიხსნა

თანასწორობის კუთხის გახსნას გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA)-ს საქართველოს ოფისის ხელმძრვანელი ლელა ბაქრაძე დაესწრო.

თანასწორობის კუთხე ცენტრალური ბიბლიოთკის ფოიეში განთავსდა, სადაც მკითხველს საშუალება ექნება მათთვის საინტერესო ლიტერატურას გაეცნონ.
თანასწორობის კუთხის გახსანას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საჯარო სკოლების მოსწავლეები დაესწრნენ. შეხვდრის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

თანასწორობის კუთხის გახსნის მიზანია საზოგადოებამ დაინახოს, რომ მოზარდების და ახალგაზრდების პოტენციალის სრულ რეალიზებას, მათთვის თნაბარი პირობებისა და თნასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს განვითარებისთვის.

Comments
Loading...