ბაღდათის მუნიციპალიტეტს ლატვიის რესპუბლიკის აღმასრულებელ დირექტორთა ასოციაციის (LPIA) საბჭოს დელეგაცია სტუმრობდა ბაღდათის მუნიციპალიტეტიბაღდათის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 26 აპრილი, 2022 7 დელეგაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა. დელეგაციის სტუმრობის მიზანი იყო, იმერეთისა და მხარის მუნიციპალიტეტების სამრეწველო ეკონომიკური პოტენციალის გაცნობა. შემდგომი ურთიერთ თანამშრომლობის მიზნით. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები კურორტ საირმეში იმყოფებოდნენ. ასევე ესტუმრნენ სოფელ ობჩაში ბაია აბულაძის საოჯახო ღვინის მარანს, სადაც მოეწყო ღვინის დეგუსტაცია და ადგილობრივი სამზარეულოს მასტერკლასი.