ბაღდათის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა ipressბაღდათის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 28 დეკემბერი, 2018 229 ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-13 სხდომაზე დღეს დეპუტატებმა, მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი მომავალ წელს 25%-ით გაიზარდა და იგი 6,276,100 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის პრიორიტეტები: წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლება; ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია; დასუფთავება და გარემოს დაცვა; განათლება; კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფაა. სხდომას რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე უძღვებოდა, დღესვე დეპუტატებმა დღისწესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. საკრებულოს სხდომას და 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში კობა ლურსმანაშვილი და მერიიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები დაესწრნენ. ბაღდათი