- Advertisement -

ბაღდათის სახალხო თეატრი ფესტივალ “თეატრალური იმერეთი 2018”-ის, სამი პრიზის მფლობელი გახდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრი ფესტივალ „თეატრალური იმერეთი 2018“-ის, სამი პრიზის მფლობელი გახდა. ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი ლელა ჭრელაშვილმა მიიღო, ხოლო მამაკაცის როლის საუკეთესო განსახიერებისთვის მელიტონ ჯაფარიძე დაჯილდოვდა. ნომინაციაში სპექტაკლის საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის კი პრიზი მამუკა ტყეშელაშვილს ერგო.

ბაღდათის სახალხო თეატრმა ფესტივალის ფარგლებში, ავთანდილ სახამბერიძის რეჟისორობით დადგმული დავით კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი" წარმოადგინა. ფესტივალი "თეატრალური იმერეთი"ტრადიციულია და იგი მე-9 წელია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება.

ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ბაღდათის მერის პირველი მოადგილე კახა ენუქიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. იქვე მოეწყო ჟურნალ "თეატრალური ქუთაისი"-ის პრეზენთაცია.

Comments
Loading...