- Advertisement -

ბაღდათი ივლისში რევაზ ლაღიძის და ვლადიმერ მაიაკოვსკის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს

ბაღდათის მუნიციპალიტეტი ივლისის თვეში რევაზ ლაღიძის და ვლადიმერ მაიაკოვსკის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. მუნიციპალიტეტში აღნიშნულ ღონისძიებებთან დაკავშირებით სამზადისი დღეიდან დაიწყო.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსთან კახა გოგნაძესთან, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის, ასევე ა.(ა) ი.პ. ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელებთან ერთად საიუბილეო საღამოების პროგრამაზე იმსჯელეს.

კომპოზიტორ რევაზ ლარიძის 97 წლის იუბილე როგორც ქალაქ ბაღდათში, ასევე სოფელ ობჩაში მის მშობლიურ სახლში აღინიშნება. 19 ივლისს კი ბაღდათის მუნიციპალიტეტი ფუტურისტი პოეტის ვლადიმერ მაიაკოვსკის 125 წლის თარიღს მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნავს..

Comments
Loading...