- Advertisement -

ბაღდათში ანსამბლ “ანჩის ხატის” კონცერტი გაიმართა

პროექტ" check in Georgia"-ს ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტს, ანსამბლი "ანჩის ხატი" ეწვია. ბაღდათის ა.(ა).ი.პ. ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის, რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის სახლში , ფესტივალ "ბაღია ჩვენი ქვეყანა"-ს ფარგლებში, ანსამბლი "ანჩის ხატი" მსმენელის წინაშე წარდგა.

მათ საგალობლები და ქართული ფოლკლორის უნიკალური კომპოზიციები, ბაღდათის სალოტბარო სკოლის გუნდებთან ერთად შეასრულეს. კონცერტს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი კახა გოგნაძე დაესწრო. ფესტივალი " ბაღია ჩვენი ქვეყანა" საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ეწყობა, რომელიც მიზნად ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას ისახავს.

Comments
Loading...