- Advertisement -

ბაღდათში საოჯახო ღვინის და ნატურალური პროდუქტების ფესტივალი გაიმართა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, საოჯახო ღვინის და ნატურალური პროდუქტების ფესტივალი გაიმართა. ბაღდათში მცხოვრებმა მეღვინეებმა სხვადასხვა ყურძნის ჯიშებისგან დაყენებული თეთრი და წითელი ღვინოები წარმოადგინეს. კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომელიც ქუთაისის ეროვნული აკადემიის წევრებისგან იყო დაკომპლექტებული გამარჯვებული მეღვინეები გამოავლინეს.ღვინის პარალელურად წარმოდგენილი იყო ტრადიციული ქართული სამზარეულო.

Comments
Loading...