- Advertisement -

ბაღდათში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპილ გმირთა მემორიალი გაიხსნა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ გრიგოლ დალაქიშვილთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში , საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპილ გმირთა მემორიალი გახსნა და გვირგვინით შეამკო. არჩილ გოგსაძემ იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან ერთდ, სოფელ დიმსა და როხში , 2008 წლის აგვისტოს ომიში, შინდისში გმირულად დაღუპული ფელიქს კაკაურიძისა და ზვიად კაცაძის სახელობის ქუჩები გახსნა. დღესვე გმირების პატივსაგებად მათი საფლავების ყვავილებით შემკობა მოხდა, სადაც მამა მიქაელ (გიორგობიანმა)და მამა მაკარ ( აბესაძემ) პანაშვიდი გადაიხადეს.

გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიალს მერის პირველი მოადგილე კახა ენუქიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები, სოფელ დიმისა და როხის მაჟორიტარი დეპუტატები და მოსახლეობა დაესწრნენ. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელი შესრულდა. ეს პერიოდი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ -ერთი მტკივნეული თარიღია.
 

Comments
Loading...