- Advertisement -

ბაღდათში, სოფელ დიმის N1 საჯარო სკოლას ამერიკელი მასწავლებელი ეყოლება

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის N1 საჯარო სკოლას, ახალი სასწავლო წლიდან ამერიკელი მასწავლებელი ეყოლება, მშვიდობის კორპუსის მოხალისე განათლების დარგში მიშელ სალავენი, დიმის N1 საჯარო სკოლაში ორი წლის მანძილზე ინგლისურის გაკვეთილებს ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად ჩაატარებს.

ამ ხნის მანძილზე მისივე მონაწილეობით განხორციელდება სხვადასხვა სახის შემეცნებით გასართობი აქტივობები. მიშელ სალავენი დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს კახა ენუქიძეს, საგანმანათლებლო რესურსცენრტის წარმომადგენლებთან და პედაგოგებთან ერთად შეხვდა.

Comments
Loading...