- Advertisement -

ბაღდათში, სოფელ ობჩის მოსახლეობას რეაბილიტირებული საავტომობილო გზა ექნება

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩის მოსახლეობას რამდენიმე დღეში სრულიად რეაბილიტირებული საავტომობილო გზა ექნება.  ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, პირველ მოადგილე კახა ენუქიძესთან, ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად, სოფელ ობჩის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე სრულდება 3,7 კმ გზის მონაკვეთის სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. "ორიენტირი" ახორციელებს.

სოფელ ობჩის გზის კეთილმოწყობა ადგილობრივებისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან მოსახლეობა პირველი და მეორე ობჩის გზის მონაკვეთი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაურს უკავშირდება. ობჩაში კაპიტალურად გაკეთდა საავტომობილო გზა, დაიგო ორფენიანი მაღალი ხარისხის ასფალტი, მოეწყო სანიაღვრეები და ცხაურები. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 348192, 02 ლარს შეადგენს და იგი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

Comments
Loading...