- Advertisement -

ბაღდათში, სოფელ ხანს მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი ოფიციალურად იანვარში მიენიჭება

სოფელ ხანის მოსახლეობას მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი ოფიციალურად, იანვარში მიენიჭება და ისინი სახელმწიფოსგან სხვადასხვა სახის სოციალური და საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალისტებმა, სოფელ ხანის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და ადგილობრივებს იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი გააცნეს, რომელთა წარდგენა აუცილებელია მათი სტატუსის მინიჭებისთვის.

Comments
Loading...