ბაღდათში სტიქიის შედეგად დაზიანებული ეზოსა და გზის გვერდულების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდიანერობს ipressბაღდათის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 22 ნოემბერი, 2018 64 ქალაქ ბაღდათში ჯავახიშვილის N28-ში მცხოვრები მაცია კვარაცხელიას, სტიქიის შედეგად დაზიანებული ეზოსა და გზის გვერდულების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდიანერობს. ქ.ბაღდათში ჯავახიშვილის ქუჩაზე ჩამოშლილი გზის გვერდულების გასამაგრებლად ოთხ ადგილზე რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები მოეწყობა. სამუშაოები საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 74 909 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ამხანაგობა “იმერეთი 2018”-ი ასრულებს. ჯავახიშვილის ქუჩაზე საყრდენი კედლების მოწყობა წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბაღდათის მერია ავრცელებს. ბაღდათისტიქია