- Advertisement -

ბაციკაძე:უმრავლესობაში ვართ “ქართული ოცნება” აქედან გამომდინარე კანდიდატი ჩვენი გუნდიდან უნდა იყოს

საქართველის პრეზიდენტმა უკვე დაასრულა აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია "ქართული ოცმების" წევრებთან კონსულტაციები. უმრავლესობის დეპუტატი დავით ბაციკაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს თავისი კანდიდატურა არ დაუსახელებია, თუმცა მოისმინა მმართველი გუნდის არგუმენტები თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით. მისივე განმარტბით გიორგი მარგველაშვილს თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით შეკითხვები ჰქონდა.

"საკუთარი კანდიდატურა არ დაუსახელებია. არამგონია მიხეილ სააკაშვილზე უარესად მოიქცეს. სააკაშვილმა თავის დროზე უმაღლეს საბჭოს წარმოუდგინა ის კანდიდატურა რომელიც ჩვენ, უმრავლესობამ შევთავაზეთ. არის შესაძლებლობა რომ პრეზიდენმა საკუთარი კანდიდატურა წარმოადგინოს, მაგრამ კანონის სულისკვეთება სწორი იქნება პატივი სცეს აჭარის მოსახლეობას იმ გადაწყვეტილებას, რომ დღეს უმრავლესობაში ვართ "ქართული ოცნება" აქედან გამომდიბარე კანდიდატი ჩვენი გუნდიდან უნდა იყოს",- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ბაციკაძემ.

ამ წუთებში პრეზიდენტი "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" ფრაქციას ხვდება.

Comments
Loading...