ბეგი სიორიძე: ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხმებს და გვჯერა გავიმარჯვებთ! ოზურგეთი დამატების თარიღი 13 ნოემბერი, 2017 356 მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს. ოლქის მასშტაბით ჩვენ გავიმარჯვეთ! მეორე ტურში 3000 ამომრჩევლით გაიზარდა ჩვენი მხარდაჭერა,- ამის შესახებ ოზურგეთის ყოფილმა მერმა ბეგი სიორიძემ განაცხადა. "ამ მომენტისთვის სადავო რჩება ნასაკირალის #59 უბნის შედეგები – სადაც ხმების დათვლის დროს სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა. საჩივარი შეტანილია და ველოდებით საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას. ჩვენ დავიცავთ ჩვენს შედეგებს და გვჯერა გავიმარჯვებთ."- განაცხადა ბეგი სიორიძემ.