- Advertisement -

ბერიშვილი: ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს რეკორდების დამყარებით კიდევ ერთხელ მოგვიყვანა აღტაცებაში

საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს სახელოვან ძალოსანს, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს, რომელმაც ახლახანს მეორედ მოიპოვა პლანეტაზე უძლიერესის ტიტული.

ლაშა ტალახაძეს მორიგი გამარჯვება მიულოცა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.

„როცა სპორტსმენი მსოფლიო არენაზე გამოდის, ის წარმოადგენს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს. ამიტომაც არის, რომ დიდ სპორტულ გამარჯვებას პირად გამარჯვებად აღვიქვამთ, საკუთარ მიღწევასთან ვაიგივებთ. მეორეს მხრივ, გამორჩეული სპორტსმენობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, დიდი შრომის და ბრძოლის ფასად მოპოვებული ერთგვარი პრივილეგია და შესაძლებლობაა, ასახელო საკუთარი თავი და ქვეყანა, სიხარული მოჰგვარო მილიონობით შენს თანამემამულეს. ლაშამ ამ დღეებში კიდევ ერთხელ გვასახელა, ჩემპიონობით და მსოფლიოს რეკორდების დამყარებით კიდევ ერთხელ მოგვიყვანა აღტაცებაში,“ _ განაცხადა ელგუჯა ბერიშვილმა. 

Comments
Loading...