- Advertisement -

ბექა ლილუაშვილი: პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებით ეს ხელისფულება უფრო მეტად ემსგავსება მის წინა მორბედს

გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ბექა ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან ათავისუფლებენ. მისი თქმით, ამის ნათელი მაგალითები არსებობს.

“ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ამ დარბაზში გავაჟღერეთ განცხადება, რომ დაიწყო პოლიტიკური ნიშნით ფართო მასშტაბიანი შევიწროვების პროცესი და მაშინ მოვისმინეთ სქეპტიკური მოსაზრებები, რომ ეს განცხადებები არ იყო გაჯერებული ფაქტებით, სახელებითა და გვარებით და მეტიც, რომ ეს იყო სიცრუე. ბოლო ორი დღის განმავლობაში საზოგადოებამ ნათლად დაინახა და ნახა, რომ რამდენიმე რეგიონში ერთდროულად შევიწროვების კონკრეტული ფაქტები ხდება. იხილა, როგორ ხდება პოლიტიკური ნიშნით, ღიად, საჯაროდ და შეიძლება ითქვას, სამაგალითოდ, ამ ადამიანების შევიწროვება, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით შევიწროვება და მათი სამსახურიდან გათავისუფლება. მოსახლეობამ პოლიტიკური ნიშნით შევიწროვება იხილა, როგორ ხდება ეს ძველი, წინა ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით. უბრალოდ, ძალიან სამწუხაროა და ჩვენი მოქალაქეებისთვის უკიდურესად იმედგაცრუებაა, რომ მსგავსი მეთოდების გამოყენებით ხელისფულება უფრო მეტად ემსგავსება მის წინა მორბედს. მე მინდა, პირველ რიგში, მხარდაჭერა გამოვუცხადო ჩვენს თანამოაზრეებს, ჩვენს მხარდამჭერებს და უბრალოდ მოქალაქეებს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, მსგავსი მეთოდების შედეგები, ეს არავისთვის სასიკეთო არ არის, ხელისუფლებას ვგულისხმობ , რა თქმა უნდა და აუცილებლად დამთავრდება ის დრო, როდესაც ვერავინ დაუშლის მოქალაქეს შეხედულებისამებრ იხელძმღვანელოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

Comments
Loading...