- Advertisement -

ბეშუმში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხულოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

„პრიორიტეტული ღონისძიებების“ ფარგლებში კურორტ ბეშუმის შიდა გზების 2 კილომეტრნახევრიან მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოები, რომლისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 828855 ლარი გამოიყო, ტენდერით გამოვლენილი კომპანია შ.პ.ს. „დავითი“ ახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ბოლქვაძე გაეცნო.

უნდა აღინიშნოს, რომ კუროტზე, შიდა გზების მოწესრიგების სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. 2016 წელს, ბეშუმში 1 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განხოციელდა.

Comments
Loading...