- Advertisement -

ბობოყვათში 1 000-ზე მეტ ოჯახს შეუზღუდავი წყალმომარაგება ექნება

ბობოყვათში მრავალწლიანი პრობლემა მალე მოგვარდება. 1 000-ზე მეტი ოჯახი შეუზღუდავი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ადმინისტრაციულ ერთეულში მოსხლეობის თხოვნის გათვალისწინებით წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. წყალსადენის სისტემის შიდა ქსელი მოძველებული იყო და ხშირად ზიანდებოდა მილები, რაც წყალმომარაგების შეზღუდვას იწვევდა. 

დღეს პროექტის მიმდინარეობას ქობულეთის მერის მოადგილე სულხან მოწყობილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა კაიკაციშვილი გაეცნენ. მათ წყალსადენის სათავე ნაგებობა და ცენტრალური მაგისტრალის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერეს.
ინფრასტრუქტურული ღონისძიების განსახორციელებლად მერია 972 885 ლარს დახარჯავს. პროექტი სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას, შიდა ქსელის მოწყობასა და აბონენტთა გამრიცხველიანობას ითვალისწინებს.

Comments
Loading...