- Advertisement -

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბათუმის მასშტაბით, სხვადასხვა გამწვანებითი სამუშაოები განხორციელდა

გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბათუმის მასშტაბით, სხვადასხვა გამწვანებითი სამუშაოები განხორციელდა.

დაირგო 3000 მწვანე ნარგავი.
სკვერები და წრიულები 1 მილიონი სეზონურად მოყვავილე მცენარეებით გამწვანდა.
ლერმონტოვის ქუჩაზე არსებულ ახლადაშენებულ სკვერში 100 მწვანე ნარგავი დაირგო.
ახალი სკვერი მოეწყო ინასარიძის ქუჩაზე, სადაც 70 ძირი ხე-მცენარე დაირგო.
ბაქოს ქუჩაზე მოეწყო ახალი სკვერი, რომელიც 50 ნარგავით გამწვანდა.
ზუბალაშვილის ქუჩაზე არსებულ ახლადრეაბილიტირებულ სკვერში 150 ძირი ხე-მცენარე დაირგო.
ბათუმის ცენტრალურ პარკში ნეკერჩხლების, იაპონური ალუბლებისა და ამბრის ხეების ხეივანი გაშენდა.
ცენტრალურ პარკშივე 1400 ვარდი დაირგო.
განახლდა შინდისის გმირების სახელობის სკვერი და შარტავას ქუჩაზე არსებული ხეივანი.
დაიწყო ახლადრეაბილიტირებული ქუჩების გამწვანება.
გიორგი ბრწყინვალის, ვაჟა-ფშაველას, ბესიკის, ორბელიანის, მარუხის, ვალენბერგის, სოხუმის, ნონეშვილისა და ბახტაძის ქუჩებზე 800-მდე ხე დაირგო.
მწვანე სივრცე მოეწყო დაბა ჩაქვში, ბერიძის ქუჩაზე.
გამწვანდა ბათუმის შემოსასვლელი. დაიგო ხეები და კორდი.
შიდა ეზოებში განხორციელდა მწვანე სივრცეების მოწყობა და განახლება. გამწვანდა 50-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზო.
4000 ნარგავს ჩაუტარდა ფიტოსანიტარული კვლევა და წამლობა.
ქალაქის ტერიტორიაზე მთელი წლის განმავლობაში 2000 ძირი ხის გასხვლა-ფორმირების სამუშაოები ჩატარდა.
მოწესრიგდა და გაიცელა 10 ჰექტარი მწვანე სივრცე, გზაგამყოფები, სკვერები, პარკები და ეზოები.
ბათუმში, სულ მალე, დაიწყება ,,მწვანე კორიდორის“ მოწყობა, რომელიც გმირთა ხეივანზე გაშენდება.

Comments
Loading...