- Advertisement -

ბოლო სამი თვის განმავლობაში, კახეთში ლეიშმანიოზის 7 შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში ბოლო სამი თვის მონაცემებით, ლეიშმანიოზის 7 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის, თელავში, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში ორ-ორი შემთხვევა, ხოლო ყვარელში დაავადების ერთი შემთხვევა გამოვლინდა. მედიკოსების ინფორმაციით, შვიდივე დაავადებული პაციენტი ბავშვი იყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, ადამიანი ლეიშმანიოზით ძირითადად ზაფხულსა და შემოდგომაზე ავადდება, სიმპტომები კი უმეტესად ზამთრის თვეებში ვლინდება. ლეიშმანიოზის ძირითადი გადამტანები კოღოები და ძაღლები არიან. 

"იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეებში კახეთის მასშტაბით დაავადების 7 შემთხვევაა გამოვლენილი,ყველა შემთხვევაში დაავადებული ბავშვი იყო. ლეიშმანიოზი საკმაოდ სერიოზული დაავადებაა. ამიტომ მშობლებს მოვუწოდებთ, ყურადღებით იყვნენ მწერებთან მიმართებაში, ერთ-ერთი მთავარი გადამტანია ძაღლიც, რომელთან კონტაქტის დროსაც ბავშვს შესაძლოა ძალიან მარტივად გადაედოს დაავადება", – აღნიშნა "აიპრესთან" საუბრისას ნელი ხიზანიშვილმა.

Comments
Loading...