ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო – ზემო სვანეთში კორონავირუსისგან 199 პაციენტი გამოჯანმრთელდა ზუგდიდირეგიონები დამატების თარიღი 5 იანვარი, 2021 4 სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 93 პირი. რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებებს, აქ მკურნალობას გადის 205 პაციენტი. აქედან რუხის კლინიკაში – 75, სენამედის კლინიკაში – 38. მათ შორის მძიმე არის 5 პირის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 30 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმეა 4. ზუგდიდის რეფერალურ ფოსპიტალში 18 პაციენტია, მათ შორის 4 არის მძიმე. აბაშაში, ევექსის კოვიდ კლინიკაში 11 პაციენტია. სენაკში, ლაზიკა მედის კლიკინაში 33. აქედან 1 მძიმეა. 5 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს ჯამში 2 646 პირი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 222 787-მდე. სულ დადასტურებულია კორონავირუსის 232 079 შემთხვევა.