- Advertisement -

ბორჯომის ხეობაში სპეცრაზმია მობილიზებული

ბორჯომის ხეობაში სპეცრაზმია მობილიზებული. ბორჯომის მერია და საკრებულო პარალიზებულია, რადგან თანამშრომლები არ მუშაობენ. ისინი შენობის შიგნით არიანს, ჟურნალისტებს კი შეიგნით შესვლის უფლებას არ აძლევენ. 

მერიისა და საკრებულოს წინ იმყოფებიან საკრებულოს ოპოზიციონერი დაპტუსტები, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე, "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ზაზა ჩანინძე. მათ სამართალდამცავები შენობაში არ უშვებენ. 

შეგახსენებთ, ბორჯომის საკრებულოს 17–მა დეპუტატმა, რომელთა შორის, 13 „ქართული ოცნების“ წევრი იყო, სხდომა გამართა და ბორჯომის მერიის გაზრდილი სახელფასო ოდენობები დაამტკიცა.

ბორჯომის მერიის თანამშრომლები ითხოვდენ, საკრებულოს მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ დადგენილება მერიაში დღესვე გაეგზავნათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობას არ დატოვებდნენ.

ბორჯომის საკრებულოში დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, ბოლო შემთხვევა კი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წევრ ნიკა მელიასა და საკრებულოში მყოფ პირებს შორის მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი საკრებულოს შენობაში მივიდა. მერიის თანამშრომლებმა, მას შენობის დატოვება მოსთხოვეს და ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი შეახსენეს.

Comments
Loading...