ბორჯომში 2 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში სადარბაზოების რეაბილიტაცია დასრულდა ბორჯომის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 5 დეკემბერი, 2017 342 ბორჯომში 2 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში დასრულდა სადარბაზოების რეაბილიტაცია. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მესხეთის ქ. №3 სამუშაოები I და II სადარბაზოებში ჩატარდა. მოეწყო მოზაიკის საფეხურები, მოაჯირები, მეტალოპლასმასის ფანჯრები, კარებები, შეიღებება კედლები და ჭერი. გურამიშვილის ქ. №2-ში კი გამოიცვალა დაზიანებული ხის კარები და ფანჯრის ღიობები, შეიღებება შიდა კედლები და ჭერი, კიბეებთან დაიგო მეტლახი, დამონტაჟდა ასევე განათებები. პროექტის ფარგლებში რუსთაველის ქ. №95-ში ჩატარდა ასევე შენობის ფასადის სამღებრო სამუშაოები. სამუშაოები საბინაო ამხანაგობების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 29 790 ლარი გამოიყო.