- Advertisement -

ბრანდზეგი: ჩვენ და ადგილობრივმა მოსახლეობამ ერთად უნდა განვახორციელოთ ნამახვანის ჰესების კასკადი

"ჩვენ და ადგილობრივმა მოსახლეობამ ერთად უნდა განვახორციელოთ ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი – ნამახვანის ჰესების კასკადი, რომელიც 15% გაზრდის საქართველოში ელექტროენერგიის შიდა წარმოებას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ სვლის პროცესში", – განაცხადა კომპანია ქლინ ენერჯი გრუპ ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა ბიორნ ბრანდზეგმა.

კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით უკვე ერთი წელია მიმდინარეობს არსებული დიზაინის დაზუსტება და ამ პროცესში ჩართულია შვეიცარული კომპანია Stucky, გრძელდება გარემოსდაცვითი და სოციალური კვლევების განახლება, რათა მოხდეს მათი შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის რეგულაციებთან და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის/ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სტანდარტებთან. ამ სამუშაოს ფრანგული საკონსულტაციო კომპანია SLR ახორციელებს. კვლევების შედეგები მომდევნო თვეებში გახდება საჯარო და განხილვაზე ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის პროექტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო სექტორიც იქნება მოწვეული.

"ჩვენი სოციალური გუნდის 10 თანამშრომელი გადავიდა საცხოვრებლად ნამახვანი ჰესის მშენებლობის არეალში. ადგილზე ფუნქციონირებს ორი საინფორმაციო ცენტრი, ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან მოსახლეობას, ყალიბდება საჯარო საკონსულტაციო საბჭოები, რომლის მიზანია ადგილობრივების ჩართულობა მიწის სამართლიანი კომპენსაციის, თემში ინვესტირების პროგრამების პრიორიტეტების შემუშავებაში", – განაცხადა ბიორნ ბრანდზეგმა.

Comments
Loading...