- Advertisement -

“ბროწლიანის სათნოების სახლში” ზეთისხილის ნერგები დარგეს

დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში არსებულ ა(ა)იპ „ბროწლიანის სათოების სახლს“ კომპანია „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, გიორგი სვანიძემ ასორმოცდაათი ძირი ზეთისხილის ნერგი გადასცა.

კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილმა , მერმა გიორგი გოგილაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილმა და გიორგი სვანიძემ ბენეფიციარებთან ერთად, სათნოების სახლის ტერიტორიაზე ზეთისხილის ნერგები დარგეს.

„მოხარულები ვართ, რომ საქვემოქმედო აქციებით სათნოების სახლს დავეხმარებით. როდესაც ზეთისხილის ხეები მოსავალს მოგვცემს, პროდუქტი ჩვენს საწარმოში გადამუშავდება და რეალიზაციის შემდეგ მიღებული თანხა ამავე სახლის ბენეფიციარებს მოხმარდებათ,“-აღნიშნა ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ.

Comments
Loading...