- Advertisement -

ბსუ-ს რექტორი უკრაინის მთავრობის სანქცირებულთა სიაში მოხვდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისთვის გაუგებარია რატომ დაუწესა უკრაინის მთავრობამ სანქციები. მერაბ ხალვაში იმ 848 ფიზიკურ პირს შორის აღმოჩნდა, რომლებსაც ქვეყნის საწინააღმდეგო სხვადასხვა სახის მოქმედებისთვის უკრაინამ აკრძალვები დაუწესა.

მოქმედმა რექტორმა ფაქტის მოკვლევისთვის უკვე მიმართა ოფიციალურად საგარეო საქმეთა სამინისტროს. მერაბ ხალვაში ასევე გეგმავს უკრაინის პრეზიდენტს პასუხი მოსთხოვოს აღნიშნული უგუნურებისთვის.

“არანაირი ოფიციალური შეტყობინება არ მიმიღია, მე ეს გავიგე რადიო “თავისუფლებისგან”. აბსოლუტურად მოულოდნელი იყო, ვიტოვებ იმედს, რომ ეს იყო აბსოლუტური გაუგებრობა, უნივერსიტეტმა უკვე მოამზადა წერილი და ჩვენ გავაფგზავნეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე ვგეგმავთ წერილის გაგზავნას უკრაინაში საქართველოს საელჩოში და ასევე ადავწყვიტე, წერილი ავუგზავნო ყველა იმ უკრაინული უნივერსიტეტის რექტორს, რომელსაც აქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს უნივერსიტეტთან. 27 უნივერსიტეტია ასეთი

ერთადერთი რა ვერსიაც მაქვს, მდგომარეობს იმაში, რომ 2017 წელს ქერსონისის მუზეუმიდან მე მივიღე მოწვევა, იმის შესახებ, რომ, სევასტოპოლში იმართებოდა სამეცნიერო კონფერენცია, ქერსონისის ანტიკური პერიოდის შესახებ, მე როგორც ამ პერიოდის მკვლევარს, მქონდა მიწვევა კონფერენციაში მონაწილეობისთვის, მას შემდეგ რაც გავარკვიე, რომ კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა რუსეთის ანტიკოსთა ასოციაცია, მე ვთქვი უარი, არათუ ჩასვლა, მოხსენებაც არ გამიგზავნია. მე არ ვიცი ე თუ გახდა საფუძველი, სხვა შემთხვევაში არანაირი საფუძველი არ არსებობს და რა თქმა უნდა, ვიტოვებ უფლებას, რომ უკრაინის პრეზიდენტს მოვთხოვო სათანადო პასუხი იმ უგუნურებასთან დაკავშირებით, რა განკარგულებასაც მოაწერა ხელი,”- აცხადებს მერაბ ხალვაში.

Comments
Loading...