- Advertisement -

გაბაიძე: პრეზიდენტმა უნდა იხელმძღვანელოს აჭარის მოსახლეობის მიერ გამოხატული ნების შესაბამისად

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა – „მთავარი აჭარაში“ საქართველოს პრეზიდენტთან აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ კონსულტაციებსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე შერჩეულ ერთადერთ კანდიდატთან – თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა და გამოთქვა ვარაუდი, რომ პრეზიდენტი რიჟვაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. 

ცხადზე უცხადესია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის წარდგენასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა იხელმძღვანელოს აჭარის მოსახლეობის მიერ გამოხატული ნების შესაბამისად. ამ შემთხვევაში, მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი 2016 წლის არჩევნებია, რომლის შედეგებით, „ქართული ოცნება“ მყარი უმრავლესობით მოვიდა როგორც აჭარის, ასევე, მთელი ქვეყნის ხელისუფლებაში. ამას ითვალისწინებს კონსტიტუციაც, რომელიც არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური დოკუმენტიცაა, რომელიც პრეზიდენტის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენას ითვალისწინებს. კონსიტუციონალიზმში დამკვიდრებული აზრია, რომ მთავრობის ფორმირებას ახდებს გამარჯვებული პოლიტიკური ძალა, ჩვენს ქვეყანაში კი ასეთი ძალა „ქართული ოცნებაა“.

შესაბამისად, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს და პატივს სცემს ხალხის დემოკრატიულად გამოხატულ ნებას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგენს აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ შეთავაზებულ კანდიდატს.

პრეზიდენტი ამ პროცესებში მონაწილეობს როგორც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი, რათა გამოირიცხოს პოლიტიკური ხასიათის რისკები. პროცესების ვადაში გაჭიანურებამ, როგორც ჩანს, ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს მადა გაუღვიძა და მათ დაიწყეს კანდიდატების დასახელება. ცენტრალური ხელისუფლების დონეზეც კი არავის მოუვა აზრად, რომ პრემიერ-მინისტრად ჰყავდეს ოპოზიციის წარმომადგენელი. პირადად ვერ გეტყვით რაზე ისაუბრეს საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებმა, მაგრამ ვიცი, რომ არსად, არც ერთ ქვეყანაში მთავრობას არ აყალიბებს ოპოზიცია. 

Comments
Loading...