- Advertisement -

“გადადგეს პორტის დირექტორი” – ბათუმის პორტის თანამშრომელთა გაფიცვა გრძელდება

ბათუმის პორტის თანამშრომელთა გაფიცვა გრძელდება. ათეულობით ადამიანი უარს ამბობს სამუშაოზე. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პორტი პარალიზებულია.

გაფიცულთა მოთხოვნა უცვლელია – გადადგეს პორტის დირექტორი. რამდენიმე ადამიანი ადმინისტრაციულ შენობაში შიმშილობს. მათ ღამე შესასვლელში გაათენეს.

"არ შევწყვეტთ აქციას, სანამ არ გადადგება დირექტორი და მისი დამხმარეები, რომლებიც ცდილობენ სამსახურებიდან ხალხის გაშვებას. პორტი პარალიზებულია, მხოლოდ ერთ გემზე მიდის მუშაობა, როგორც კი ის დაიცლება, იქ დასაქმებულებიც შემოგვიერთდებიან"-ამბობს პირველ არხთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

პორტის თანამშრომლები გუშინ გაიფიცნენ და მათ მოსალოდნელი რეორგანიზაცია გააპროტესტეს. პორტის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

Comments
Loading...