“გაერთიანებული ოპოზიციის” წარმომადგენელი: “ოცნებამ” თანხის სანაცვლოდ უბნის დატოვება მომთხოვა ipressტოპ სიახლე დამატების თარიღი 28 ოქტომბერი, 2018 82 “გაერთიანებული ოპოზიციის” წარმომადგენელი გიგა მიქავა, “ოცნების” მხრიდან თანხის შეთავაზების ფაქტზე საუბრობს. მისი თქმით, 23-ე უბანზე მასთან “ქართული ოცნების” წარმომადგენელი მივიდა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ დროებით უბნის დატოვება მოსთხოვა. “ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მოვიდა და მომთხოვა ერთი საათის განმავლობაში გავრიდებოდი ტერიტორიას და დამეტოვებინა უბანი, ამ პერიოდში კი ის მოიყვანდა მმართველი გუნდის მხარდამჭერებს, მათთვის სასურველი არჩევანის გასაკეთბლად. ამის სანაცვლოდ კი დამპირდა ჯერ 500 ლარს, არჩევნების შემდეგ კი დამატებით თანხის მოცემას,“- განუცხადა ჟურნალისტებს გიგა მიქავამ. გაერთიანებული ოპოზიციაფოთიქართული ოცნება